ევროკავშირი რუსეთს სანქციებს მომავალი წლის 15 მარტამდე გაუგრძელებს. ამის შესახებ გამოცემა ვალ სტრიტ ჯორნალი ვაშინგტონურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. საქნციები 200-მდე ფიზიკურ პირსა და კომპანიებზე გავრცელდება, რომლებიც ანტიუკრაინულ ქმედებებში არიან მხილებულნი. მიმდინარე სანქციებს ვადა 16 სექტემბერს ეწურება.