ვაშინგტონი რამდენიმე რუსულ კომპანიას სანქციებს დაუწესებს. ამის მიზეზი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების დარღვევა გახდა. სანქციები კორპორაცია “მიგზე,” “როსობორონექსპორტსა” და“კატოდზე გავრცელდება. ვაშინგტონის შავ სიაში მოხვდნენ ჩინური, ჩრდილოკორეული, სირიული, ირანული, სუდანური და თურქული კომოპანიებიც. ამერიკულ კომპანიებს მათთან ყოველგვარი თანამშრომლობა აეკრძალებათ.