თბილისის მერი დავით ნარმანია, დარწმუნებულია, რომ საგარეო საქმეთა ახალი მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის საქმიანობა წარმატებული იქნება.ამის შესახებ, ნარმანიამ ,,ამბასადორიალზე” ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
"კარგად ვიცნობ გიორგი კვირიკაშვილს, ვიცი მისი შემართება, ვიცი მისი საქმისადმი დამოკიდებულება. ვიცი, რომ საგარეო ეკონომიკური ურთიერთობები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატიურ ჭრილში. დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა იქნება წარმატებული და ქვეყნისთვის სასიკეთო,"-განაცხადა ნარმანიამ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ეკონომიკის სამინიტროდან საგარეო უწყებაში გადაინაცვლა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია, ტრანსფორმირებული უნდა იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში.