,,ამბასადორიალზე“, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა მსოფლიოში ბევრი რამ ხდება, თუნდაც ის, რომ ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდან.
„ვფიქრობ ძალიან ნათელი იყო მისი განცხადება. დიახ, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარდა მსოფლიოში ბევრი რამ ხდება და ის, რომ ინვესტიცია მოსაზიდია, მათ შორის ევრაზიის კონტინენტიდან, ანუ მაგალითად ჩინეთიდან, არ მგონია, რომ ვინმესთვის ეს ეჭვებს იწვევდეს. ძალიან მარტივად უნდა შევხედოთ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თუ არ ვართ განსაკუთრებული ეჭვიანობით დაავადებული,“ - განმარტა თინა ხიდაშელმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სამინიტროდან საგარეო უწყებაში გადაინაცვლა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია, ტრანსფორმირებული უნდა იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში.
” ძალიან დიდი პატივია წარმოადგენდე საქართველოს უცხოეთში და მაქსიმალურად შევეცდები, რომ საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ ერთობლივად ჩვენი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ის პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს - ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაცია იქნება პრიორიტეტი. ასევე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ ურთიერთობებზე. ბრწყინვალე პოლიტიკური ურთიერთობები, რომელიც საქართველოს დასავლეთთან გააჩნია ტრანსფორმირებული იქნას ასეთივე დონის ეკონომიკურ ურთიერთობებში. ეს იქნება პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ხდება მსოფლიოში გარდა პროდასავლური მიმართულებისა. ეს არის აღმოსავლეთთან ურთიერთობები, ახალი მოვლენები ევრაზიის კონტინენტზე. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ყველა ამ საინტერესო მოვლენის მაქსიმალური ტრანსფორმაცია მოხდეს საქართველოსთვის, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური კუთხით”, _ აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.