ბოლო 2 წლის განმავლობაში სერიოზულ წინსვლას, მიღწევებს და წარმატებას ჰქონდა ადგილი, ამის შესახებ “ამბასადორიალი -2015“-ზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი რარიბაშვილმა განაცხადა.
პრემიერმა თავის გამოსვლაში ქვეყნის მიღწევებზე ისაუბრა.
"ბოლო 2 წლის განმავლობაში სერიოზულ წინსვლას, მიღწევებს და წარმატებას ჰქონდა ადგილი. გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას, პირადად ვაკონტროლებ იმპლიმენტაციის პროცესს”, - განაცხადა პრემირმა.
ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა ნატოსთან ურთიერთობის საკითხზეც.
„სერიოზული წინსვლა გვაქვს ნატოსთან ურთიერთობის ნაწილში, ნატოს გენმდივანი იყო ჩამოსული და ერთობლივად ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი გავხსენით, რაც კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილია მეგობარი ქვეყნებისთვის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.