სახელმწიფო დეპარტამენტა ჰილარი კლინტონის ელექტრონული მიმოწერის ნაწილი გამოაქვეყნა. ქერის უწყების წარმომადგენლის, მარკ ტონერის განმარტებით, ყოფილის სახელმწიფო მდივნის მიმოწერიდან 150-მდე წერილი საიდუმლო მასალებს შეიცავდა,რის გამოც მისი რედაქტირება გახდა საჭირო. გამოძიეფის ფედერალურმა ბიურომ კლინტონის მიმოწერის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაირკვა, რომ ყოფილი პირველი დიპლომატი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის თავის პირად e-mail-ს იყენებდა. ეს კი ამერიკის ფედერალური კანონებით აკრძალულია.