აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში 1-2 მაისს გამართულ ახალგაზრდა ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს ახალაგზრდულმა ნაკრების წევრებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ვებ-გვერდის ცნობით, ჩემპიონები ლაშა გიუნაშვილი (55 კგ), გიორგი ბროლაშვილი (60 კგ), ანზორ ხმიადაშვილი (73 კგ), მიხეილ ნარიმანიძე (100) და ვაჟა დაბრუნდაშვილი(+100 კგ) გახდნენ.