კიევში განვითარებული მოვლერნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა თანამოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა. „ის, რაც გუშინ მოხდა, იყო ზურგში დარტყმა. ეს იყო არაუკრაინული აქცია, რომლის შედეგებზეც პასუხისმგებლობა მისს ორგანიზატორებს ეკისრებათ,“-აღნიშნა პეტრო პოროშენკომ. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის კიევში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება პარლამენტთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცავების მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა, რასაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 122 ადამიანი კი დაშავდა.