კიევის მილიციამ გუშინდელი აქციის 30-მდე მონაწილე დააკავა. მათ შორის იგორ გუმენიუკიცაა, რომელმაც სამართალდამცავებს საბრძოლო ხელყუმბარა ესროლა. დაკავებისას მას კიდევ ერთი ხელყუმბარა უპოვნეს. გუმენიუკმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა. შეტაკებები დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის კიევში მას შემდეგ დაიწყო, რაც უკრაინის უმაღლესმა რადამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირა. დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება პარლამენტთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააპროტესტა. ერთ-ერთმა დემონსტრანტმა სამართალდამცავების მიმართულებით საბრძოლო ხელყუმბარა ისროლა, რასაც ერთი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა, 122 ადამიანი კი დაშავდა.