28 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტის „სადახლო-საავტომობილოს“ ტერიტორიაზე სომხეთის მხრიდან შემოვიდა საქართველოს მოქალაქე ჯ.ქ., რომლის კუთვნილ ბარგში, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ნარკოტიკული ნივთიერება CODEIN-ის შემცველი მედიკამენტი ПИРАЛГИН (80 აბი) აღმოაჩინეს.
25 აგვისტოს, იმავე საბაჟო გამშვებ პუნქტზე, მებაჟე ოფიცრებმა სომხეთის მოქალაქე მ. უ.-ს ნარკოტიკული ნივთიერება TRAMADOL-ის შემცველი მედიკამენტი TRAMADOL/PARACETAMOL (8 აბი) აღმოუჩინეს.
ორივე საქმე შემდეგი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მარნეულის რაიონულ სამმართველოს.