ზუგდიდში, მცირე მეწარმე რუზგენ ჩუხუა საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. მას ცეცხლსასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუგდიდში მცირე მეწარმის დაღუპვის ფაქტს ადასტურებენ.
როგორც მათ ”ჯი-ეიჩ-ენთან” საუბრისას აღნიშნეს, სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობას. საქმე 115 მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.