„ხელყუმბარის მსროლელი დაკავებულია,“-ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში“ წერს. მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილს დაკავებისას კიდევ რამდენიმე F1 ტიპის ხელყუმბარა უპოვნეს. ინციდენტი რამდენიმე საათის წინ უკრაინის უმაღლეს რადასთან მოხდა. დემონსტრანტთა ჯგუფიდან სამართალდამცავებს საბრძოლო ხელყუმბარა ესროლეს, რის შედეგადაც ასამდე ადამიანი დაშავდა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, არიან დაღუპულებიც, თუმცა მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დასტურდება.