უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იმ 16 რუსი კულტურის მოღვაწის სია გამოაქვეყნა, რომლებსაც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალებათ. პერსონა ნონ გრანტებს შორის რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი, მომღერლები ოლეგ გაზმანოვი, იოზიფ კობზონი, ვალრია, გრიგორი ლეპსი, მიხაილ ბოიარსკი, ასევე მსახიობები იოსიფ პრიგოჟინი, სერგეი ბეზრუკოვი, ნიკოლაი რასტორგუევი, ივან ოხლობისტინი, მიხაილ პორეჩენკოვი, სტანისლავ პიეხი და ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე არიან. უკრაინის ტერიტორიაზე შესვლას ვერც პუბლიცისტები ვლადიმერ კუჩერენკო, ეგორ ხოლმოგოროვი და მიხაილ ხაზინი შეძლებენ.