ხულოს მუნიციპალიტეტში, მწვანე ტბაზე” იარაღის ამოღების მიზნით, პოლიციის შესაბამისი სამსახურები და გამნაღმველები მუშაობენ. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენს” შსს-ში განუცხადეს, ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი ნივთების ამოღების ღონისძიების დაგეგმვა მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, მყვინთავებმა ტბაში იარაღი აღმოაჩინეს, რომელიც სავარაუდოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელის ასლან აბაშიძის დროსაა ჩაძირული. თუმცა შსს, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით, არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ინფორმაცია იარაღის წარმომავლობის შესახებ, მისი ამოღების შემდეგ გახდება ცნობილი.