მიხაილ ხოდორკოვსკი და ალექსეი ნავალნი საქველმოქმედო პროექტს იწყებენ. რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი პოლიტპატიმრების ოჯახებს დაეხმარებიან. ფონდი თითოეული პოლიტიკური პატიმრის ოჯახს 100 ათას რუბლს (1,5 ათასი დოლარი) გადაურიცხავს. დასახმარებელთა სიაში 22 პოლიტპატიმრის, მათ შორის, ალექსეი ნავალნის ძმის, ოლეგ ნავალნის, უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვისა და უკრაინელი მფრინავის, ნადეჟდა სავჩენკოს ოჯახებიც მოხვდნენ.