უკრაინის რადიკალური პარტიის წევრებმა უმაღლესი რადას ტრიბუნა კიდევ ერთხელ დაბლოკეს. ამის შესახებ მათი ლიდერი ოლეგ ლიაშკო სოციალურ ქსელ ფეისბუკზე წერს. პარლამენტის სხდომაზე ხელისუფლების დეცენტრალიზაციის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განხილულიყო. მანამდე ორმა საპარლამენტო ფრაქციამ „რადიკალურმა პარტიამ“ და „სამოპომოშმა“ ღიად განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერდა. მათი განმარტებით, დონბასისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.