პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილი შუალედური არჩევნები ხარისხიანად და წარმატებულად ჩატარდება. ამის შესახებ, პრემიერმა კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
,, მე ვარ დარწმუნებულია, რომ ეს არჩევნები იქნება ისეთივე ხარისხიანი და წარმატებული, როგორც ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩატარებული არჩევნები”, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილ შუალედური არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნების” კანდიდატები დაასახელა. კერძოდ, მარტვილში ,,ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია იქნება, საგარეჯოში კი საია-ს ყოფილი ხელმძთვანელი თამარ ხიდაშელი.
საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე, ,,ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.