საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარტვილსა და საგარეჯოში დაგეგმილ შუალედური არჩევნებისთვის ,,ქართული ოცნების” კანდიდატები დაასახელა. როგორც პრემიერმა კოალიციის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა მარტვილში ,,ქართული ოცნების” კანდიდატი სოსო დანელია იქნება, საგარეჯოში კი თამარ ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ საგარეჯოსა და მარტვილში პარლამენტის შუალედური არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. ამ ორი რაიონის ამომრჩეველს პარლამენტში საკუთარი წარმომადგენელი არ ჰყავს, რადგან მარტვილის მაჟორიტარი ნაული ჯანაშია რამდენიმე თვის წინ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა, საგარეჯოს მაჟორიტარი თინა ხიდაშელი კი, თავდაცვის მინისტრი გახდა.
არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, ასევე, ,,ნაციონალური მოძრაობა” შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს.