ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ავიაკატასტროფას გადაურჩა
ბულგარეთის სამთავრობო თვითმფრინავმა ვარნაში ექსტრემალური დაშვება განახორციელა. ამის მიზეზი ტექნიკური პრობლემა გახდა. აფრენისას თვითმფრინავს შასი არ აეკეცა, რის გამოც ლაინერმა ქალაქის თავზე საწვავის დასაცლელად რამდენიმე წუთი იფრინა. საბოლოოდ თვითმფრინავი საფრენ ბილიკზე გაჭირვებით დაეშვა. მის ბორტზე ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი ბოიკო ბორისოვი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.