აშშ და უკრაინა დღეს ერთობლივ საზღვაო წვრთნას იწყებენ. სწავლება ოდესისა და ნიკოლაევის ოლქებში გაიმართება. უკრაინული მედიის ინფორმაციით, წვრთნა 12 სექტემბრამდე გაგრძელდება და მასში ამერიკელი, უკრაინელი, ბულგარელი, გერმანელი, ბერძენი, იტალიელი, ბრიტანელი, რუმინელი, შვედი, თურქი და მოლდოველი 2 500 სამხედრო მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში ასევე ჩართული იქნება 150 ერთეულ ტექნიკაზე მეტი, მათ შორის ხომალდები, წყალქვეშა ნავები, ვერთმფრენები, ავიაგამანადგურებლები და სხვა ტექნიკა.
"სწავლება წარმოადგენს შესაძლებლობას ვიმუშაოთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ჩავატაროთ მნიშვნელოვანი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო წვრთნა. დარწმუნებული ვარ, ეს სწავლება ჩვენს საზღვაო ქვეითებსა და სამხედროებს შორის გამოცდილების გაზიარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს აშშ-ის მეექვსე საზღვაო ფლოტის მეთაური ჯეიმს ფოგო.