ამერიკელი მომღერალი ტეილორ სვიფტი MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების გამარჯვებული გახდა. მის სიმღერაზე Bad Blood შექმნილი კლიპი წლის საუკეთესო ვიდეოდ დაასახელეს. მის მეორე სიმღერაზე Blank Space გადაღებული ვიდეო კი წლის საუკეთესო ქალური ვიდეოს და საუკეთესო პოპ-ვიდეოს ნომინაციაში გამარჯვებული გახდა.