რუსეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა სოჭის რეზიდენციაში ერთად ივარჯიშეს, შემდეგ კი საუზმე მოიწყვეს. ვარჯიშის ამსახველი ფოტომასალა კრემლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პუტინი და მედვედევი სპორტულ ფორმებში არიან გამოწყობილნი. პუტინს მაჩოს იმიჯი დიდი ხანია, შექმნილი აქვს. ის ფოტოსესიას ხან ცხენზე ამხედრებული, ხან ნადირობისას, ხანაც თევზაობისას იწყობს. შედარებით მოკრძალებული მედვედევი კი არაორდინალური ფოტოსესიების გმირი იშვიათად ხდება.