ძლიერი ხანძარი შეერთებულ შტატებში. ორეგონში ტყის მასივი იწვის. 2 დღის წინ გაჩენილმა ცეცხლმა ათობით ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ადგილობრივი მეხანძრეები ცეცხლის ლოკალიზებას ავიაციის დახმარებით ცდილობენ. ხანძრის გავრცელებას ხელს გვალვისგან გამომშრალი ნიადაგი და ძლიერი აქრი უწყობს. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.