არაბულმა კოალიციამ იემენზე საჰაერო იერიშები განახორციელა. კოალიციის მოიერიშე თვითმფრინავებმა საავანის დასახლებული რაიონი დაბომბეს. აფეთქებებს 30-მდე ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. საჰაერო ოპერაცია არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის მეთაურობით მას შემდეგ დაიწყო, რაც ამბოხებულებმა სახელმწიფო გადატრიალება მოახდინეს.