ქაბულმა კონტროლი კიდევ ერთ რაიონზე დაამყარა. სახელისუფლო ძალებმა მუსა-კალას რაიონი აიღეს, რომელიც დღემდე თალიბებს ექვემდებარებოდა. შეტაკებები მუსა-კალაში 3 დღის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში ნატოს ავიაციაც იყო ჩართული. ბრძოლებში ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 6 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა.