მასშტაბური ავტოკატასტროფა სვაზილენდის სამეფოში. სატვირთო ავტომანქანა, რომლის ძარაზეც ათობით ადამიანი იმყოფებოდა, საწინააღმდეგო მიმართულებით მოძრავ მანქანას შეეჯახა. ავარიას 38 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან. ისინი მეფის სასახლეში გასამართ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებოდნენ.