ახალი ორლეანი ტრაგიკულ თარიღს იხსნებს. ზუსტად 10 წლის წინ შტატს თავს უძლიერესი შტორმი დაატყდა. ქარიშხალმა კატრინამ 2 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, მილიონობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა. დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ახალ ორლეანში მემორიალური ღონისძიებები მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა აშშ ყოფილმა პრეზიდენტმა ბილ კლინტონმაც მიიღო.