ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხე გაცილებით სერიოზულია, ვიდრე ისლამური სახელმწიფოსი. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, საერთაშორისო ექვსეულთან შეთანხმება თეირანს უფრო მეტ საშუალებას მისცემს იმისა, რომ ტერორისტებს ფინანსური დახმარება გაუწიოს. მისივე მტკიცებით, სანქციების მოხსნით ირანს საშუალება მიეცემა ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სხვადასხვა ცხელ წერტილებში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ასობით მილიონი დოლარი გადაურიცხოს.