მალაიზიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. კუალა-ლუმურის ქუჩებში გამოსული ათასობით ადამიანი პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს. ამის მიზეზი ნაჯიბ რაზაკის საბანკო ანგარისზე ჩარიცხული 700 მილიონი დოლარია, რომლის წარმომავლობაც ამ დრომდე უცნობია. ოპოზიცია ირწმუნება, რომ პრემიერმა სოლიდური თანხა უცხოელი სპონსორებისგან მიიღო. თავად რაზაკი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აქციის ორგანიზატორთა მიზანი მალაიზიის საერთაშორისო იმიჯის შელახვაა.