უამინდობა დომინიკებში. ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროებს ძლიერმა შტორმმა გადაუარა. ოფიციალური მონაცემებით, ქარიშხალმა ერიკამ 20 ადამიანი იმსხვერპლა. დაკარგულთა რაოდენობა კი 15-ს აღემატება. დატბორილია ათობით დასახლებული რაიონი, რამდენიმე სოფელი კი დაიმეწყრა. ქარიშხალი ამ წუთებში კუბის სანაპიროებს უახლოვდება.