უნგრეთის ლტოლვილთა ბანაკებიდან მიგრანტები მასიურად გარბიან. ამის გამო როსკეს თავშესაფარში საპოლიციო ზედამხედველობა გამკაცრდა. სამართალდამცავებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში გაქცევის მცდელობისთვის 30-მდე მიგრანტი დააკავეს. რამდენიმე მათგანმა კი გაქცევა შეძლო. ლტოლვილები თითის ანაბეჭდების აღებას გაურბიან, რადგანაც უნგრეთიდან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადასვლის შემთხვევაში მათ უკან დააბრუნებენ. ამის გამო თავშესაფრებიდან გაქცევის შემთხვევებმა იმატა. ბოლო 3 თვის განმავლობაში უნგრეთის პოლიციამ სერბეთის საზღვარზე 140 ათასამდე ლტოლვილი დააკავა, მხოლოდ აგვისტოში კი უნგრეთს თავშესაფარი 39 ათასამდე ლტოლვილმა სთხოვა.