2010 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანმა განახორციელა 6 მლნ 850 ათას 072,8 ტონა დეკლარირებული ნედლი ნავთობი 3 მლრდ 815 მლნ 118,9 ათასი ღირებულებისა. ამის შესახებ განაცხადეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში.
აღნიშნული პროდუქციის მთელი ოდენობის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მარკეტინგისა და ეკონომიკური ოპერაციების სამმართველომ.
წლის დასაწყისიდან 1 აპრილის ჩათვლით "ბაქო-ნოვოროსიისკის" მილსადენით განხორციელდა 449 ათას 589 ტონა ნავთობის ექსპორტი, "ბაქო-სუფსით" - 1 მლნ 052 ათას 853,7 ტონის, ჰეიდარ ალიევის სახელობის "ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის" მილსადენით - 8 მლნ 266 ათას 683,5 ტონის. რკინიგზით ექსპორტზე გაგზავნილ იქნა 278 ათას 184,2 ტონა ნავთობი.
აღსანიშნავია, რომ 2010 წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან მთელმა ექსპორტმა შეადგინა 4 მლრდ 509 მლნ 261,5 ათასი დოლარი, სადაც ნედლი ნავთობის წილმა შეადგინა 84,61 პროცენტი. ამასთან, ნავთობის ექსპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 85,84 პროცენტით.