მილიონობით მგზავრის გაჩხრეკა შეუძლებელია. ასე ეხმაურება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი პარიზის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რკინიგზაზე უსაფრთხოების ნორმები უნდა გამკაცრდეს. ტომას დე მეზიერის თქმით, უსაფრთხოების ნორმების დასაცავად ალტერნატიული საშუალებებიც არსებობს. რკინიგზაზე კონტროლის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამსტერდამი-პარიზის მატარებელზე თავდასხმა განხორციელდა. უსაფრთხოების ახალი ნორმები 4 მიმართულებას შეეხება. ეს არის: მგზავრებისა და მათი ბარგის კონტროლის გამკაცრება, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანაზე შეზღუდვების დაწესება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა.