ევროპა სარკინიგზო მიმოსვლაზე კონტროლს ამკაცრებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარიზის სამიტზე იქნა მიღებული. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ბერნარ კაზნევის განმარტებით, უსაფრთხოების ახალი ნორმები 4 მიმართულებას შეეხება. ეს არის: მგზავრებისა და მათი ბარგის კონტროლის გამკაცრება, ცეცხლსასროლი იარაღის გადატანაზე შეზღუდვების დაწესება და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების სამსახურების უფრო მჭიდრო თანამშრომლობა. რკინიგზაზე კონტროლის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ამსტერდამი-პარიზის მატარებელზე თავდასხმა განხორციელდა.