ავსტრიაში დატრიალებული შემზარავი ტრაგედიის შემდეგ, რასაც 71 მიგრანტი ემსხვერპლა, პოლიციამ კიდევ ერთი სატვირთო მანქანა დააკავა, რომელშიც 26 ლტოლვილი იმყოფებოდა. არალეგალებს შორის 3 ბავშვია. როგორც დადგინდა, მიგრანტების უმრავლესობა სირიის, ავღანეთისა და ბანგლადეშის მოქალაქეები არიან. რამდენიმე მათგანი ადგილობრივ კლინიკებში უკვე გადაიყვანეს. რუმინელმა მძღოლმა კი, რომელმაც ლტოლვილები ავსტრიაში გადაიყვანა, გაქცევა სცადა, თუმცა ის პოლიციამ უკვე დააკავა.