დრეზდენში მიგრანტთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. არალეგალთა მხარდამჭერ მსვლელობებში 5 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. ისინი ხელისუფლებისგან ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი მიგრანტების დახმარებას მოითხოვდნენ. აქცია “ანტინაცისტური ალიანსის” მიერ იყო ორგანიზებული. მოგვიანებით მსვლელობებს ლტოლვილებიც შეუერთდნენ. ამ დროისათვის გერმანიაში ლტოლვილთა რეკორდული რაოდენობა ფიქსირდება. მხოლოდ მიმდინარე წელს ქვეყნის ხელისუფლებას თავშესაფრის მიცემის თხოვნით 800 ათასამდე მიგრანტმა მიმართა.