თურქეთში პოლიციელების ავტობუსი ააფეთქეს. თავდასხმა მარდინის პროვინციაში მოხდა. გზაზე დამონტაჟებული ბომბი სწორედ იმ დროს ამოქმედდა, როცა იქ ავტობუსმა გაიარა. ტრანსპორტში სამართალდამცველებთან ერთად რიგითი მოქალაქეებიც ისხდნენ. აფეთქების შედეგადაც 24 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 10 პოლიციელი. თავდასხმის ორგანიზებაში თურქთა მუშათა პარტიის მებრძოლებს ადანაშაულებენ.