გერმანიაში, შპამგდალემის ავიაბაზაზე, აშშ-ის მეხუთე თაობის ოთხი ავიაგამანადგურებელი F-22 Raptor-ი განლაგდა. ავაიაგამადგურებლებთან ერთად ბაზაზე დაჯდა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი Boeing C-17 Globemaster III.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ამ ავიაგამანადგურებლების განთავსება ევროპაში პირველად მოხდა. აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების შტაბის უფროსის, გენერალ მარკ უელშის განცხადებით, F-22 ნატოს წევრი ქვეყნების ქვედანაყოფებთან ერთად, საწვრთნელ ფრენებში მიიღებს მონაწილეობას.
სწავლება სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება.
რუსეთმა აღნიშნული ფაქტი გააკრიტიკა და აშშ-ს ვითარების ესკალაციაში დასდო ბრალი.
F-22 Raptor-ი Boeing დ Lockheed Martin-ის კორპორაციამ შექმნა და აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში 2005 წელს აიყვანა. თვითმფრინავის აგებისას გამოყენებულია „სტელსის“ ტექნოლოგია, რაც მას მოწინააღმდეგის რადარებისთვის ნაკლებად შესამჩნევს ხდის.