უტარ-პრადეშის შტატის მცხოვრებლებს, 23 წლის მინაკში კუმარისა და მის 15 წლის დას თანასოფლელებმა გაუპატიურება იმის გამო მიუსაჯეს, რომ მათი ძმა გათხოვილ ქალთან ერთად გაიქცა. სოფლის უხუცესთა საბჭოს გადაწყვეტილებით, გოგონები უნდა გააშიშვლონ, სოფლის ბირჟაზე გაიყვანონ და გააუპატიურონ, რითაც ისინი ძმის დანაშაულს გამოისყიდიან. უხუცესთა საბჭოს შეკრებამდე, როგორც ჩანს, გოგონებმა საფრთხე იგრძნეს და ოჯახის წევრებთან ერთად სოფლიდან გაიქცნენ. აღშფოთებულმა თანასოფლელებმა მათი სახლი გადაწვეს.