გროზნოში ჩეჩნურ ბატალიონ „სევერის“ მეთაურის მოადგილე მოკლეს. მუსა აიუბოვისა და მისი მეუღლის ცხედრები პოლიციამ დღეს დილით მათ საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინა. მკვლელობის ადგილას სამართალდამცავებმა მაკაროვის ტიპის პისტოლეტიც იპოვნეს. ცეცხლნასროლი ჭრილობები გარდაცვლილებს თავის არეში აქვთ მიყენებული. ბატალიონი „სევერი“ ერთადერთი სამხედრო ფორმირებაა რუსეთში, რომელიც ეთნიკური პრინციპითაა დაკომპლექტებული. მასში 700-მდე მებრძოლია გაერთიანებული. 2015 წლამდე ბატალიონს ალიბეკ დელიმხანოვი მეთაურობდა, მაისში კი „სევერის“ მეთაურად რახმან აბდულკადიროვი დაინიშნა. ყოფილი მეთაურის ორი მოადგილე ზაურ დადაევი და რუსლამ გერემეევი ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკვლელობაში არიან ბრალდებულნი. გერემეევი ამ დრომდე ძებნაშია.