საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები, მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომაროებით, 8 473.0 მლნ ლარს შეადგენს.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩველებელი წინა თვესთან შედარებით, 54.5 მლნ ლარით, ანუ 0.6 პროცენტითაა გაზდრილი.
ამასთან, საანგარიშო პერიოდში საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 1549.5 მლნ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 18.3 პროცენტია.
უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 78.4 პროცენტი შეადგინა. მარტში საბანკო სექტორის მოგებამ 17 მლნ ლარი შეადგინა.
ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილი კი, საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში წინა თვესთან შედარებით, 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 78.8 პროცენტს მიაღწია.
2010 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 19 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით.