ავსტრიის პოლიციის ინფორმაციით, უნგრეთში მიგრანტების დაღუპვის ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით 3 პირი დააკავეს. სამივე მათგანი ბულგარეთის მოქალაქეა. სატვირთო მანქანას, რომელშიც არალეგალები იმყოფებოდნენ, სწორედ ისინი მართავდნენ. ტრაგედია ავსტრიაში 2 დღის წინ დატრიალდა. პოლიციამ სატვირთო მანქანაში 71 მიგრანტის ცხედარი აღმოაჩინა, რომლებიც სავარაუდოდ უჰაერობით გაიგუდნენ. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.