ოდესის პოლიციის უფროსი ქრთამის სახით 20 ათასი დოლარის აღების ბრალდებით დააკავეს, - ამის შესახებ ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძეც ესწრებოდა.
მისი თქმით, ოდესის პოლიცია ორგანიზებული კრიმინალური სინდიკატს წარმოადგენდა, ამიტომაც საჭიროა მისი სრულიად ახალი კადრებით დაკომპლექტება.
"ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფარგლებში, არსენ ავაკოვთან ერთად ჩვენ ვქმნით სპეციალურ განყოფილებას, რომელიც კორუფციის საკითხზე იმუშავებს. მანამდე კი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დამნაშავეების დაკავება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
ოდესის ოლქის პოლიციის უფროსად მიხეილ სააკაშვილმა, რამდენიმე თვის წინ, გია ლორთქიფანიძე დანიშნა.