საბერძნეთის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილიკი ტანუ-ქრისტოფილუ საბერძნეთის ახალ პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დაინიშნა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
ალექსის ციპრასის გადადგომის შედეგად, ტანუ ქრისტოფილუ ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობაზე დაინიშნა. მან ფიცი უკვე დადო და ოფიციალურ საქმიანობას დღეიდან შეუდგება.
საბერძნეთში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ქვეყნის პრეზიდენტი პროკოპის პავლოპულოსი ერთი კვირის განმავლობაში დანიშნავს. მათი დანიშვნა სექტემბრის ბოლოსთვის იგეგმება.
ვასილიკი ტანუ ეკონომიის ზომების წინააღმდეგია, ის მოსამართლეებისა და სასამართლოს მუშაკებისთვის ხელფასის შემცირების წინააღმდეგ გამოდიოდა.
ტანუ 1950 წელს დაიბადა. ის საბერძნეთის სხვადასხვა სასამართლოში მუშაობდა, 2008 წელს ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2014 წელს უმაღლესი სასამართლოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა.