პრეზიდენტის ვეტო სებ-ის შესახებ კანონპროექტზე 1-4 სექტემბერს იქნება დაძლეული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს. მისივე თქმით, საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს გაიხსნება.
 „ვეტოს დაძლევა ალბათ პირველივე კვირას მოხდება. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა თავის პოზიციას დაიცავს და ვეტო იქნება დაძლეული“, - განაცხადა საგანელიძემ.
 
შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები, ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთერთ მიზეზად სებ-ის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადებას ასახელებენ.
 
 პარლამენტის საშემოდგომო სესია 1-ელ სექტემბერს ბიუროს სხდომით გაიხსნება.