რუსთავის მერია ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, იმის თაობაზე, თითქოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ძვირადღირებული ავტომანქანები შეძინეს, სპეციალური განცხადებით პასუხობს:
,,სრული სიცრუეა ის, რომ რუსთავის მერიამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 ათასი ლარი დახარჯა. 300 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში იხარჯებოდა და ძვირადღირებულ ავტომანქანებს სწორედ ისინი ყიდულობდნენ. ასე აქვთ ნაყიდი სწორედ 2010 წელს 111 ათსად და 187 ათასად ორი ძვირადღირებული ჯიპი, მეორე ავტომობილი რუსთავის მერიას თვალითაც არ უნახავს.
რუსთავის მერიამ ავტომობილები საჭიროებისამერ, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე შეიძინა.
ორივე ავტომობილის შეძენა რუსთავის ბიუჯეტს ჯამში მხოლოდ 50 ათასი ლარი დაუჯდა და არა 300 ათასი, როგორც ამას ნაცინალური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ. ახალი ავტომობილების შეძენა განპირობებული იყო იმით რომ, ,,ფოლცვაგენ პასატის“ მარკის ავტომანქანა, რომელითაც ქალაქის მერი გადადგილდებოდა, მწყობრიდან გამოვიდა, მის შეკეთებას 12 ათას ლარამდე სჭირდებოდა. რუსთავის მერის ავტომანქანაში ჯამში გადახდილი ქინა 24 ათას დოლარამდე ექვივალენტი ლარში, აქედან 5 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარში ძველი და მწყობრიდან გამოსული ავტომობილის ჩანაცვლებით დაემატა და ბიუჯეტიდან მხოლოდ 19 ათასი დოლარის ექვივალენტი ლარებში იქნა გადახდილი.
რაც შეეხება ,,ფოლცვაგენ ტუარეგს“, ეს ავტომობილი 2010 წელს ნაციონალურმა მოძრაობამ რუსთავის ბიუჯეტიდან უყიდა ქვემო ქართლის მაშინდელ გუბერნატორს და სამხარეო ადმინისტრაციას თხოვების ხელშეკრულებით გადასცა. აღნიშნული ავტომობილით სარგებლობდა ამჟამინდელი გუბერნატორიც, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა და სადაზღვევო კომპანიამ ავტოსაგზაო შემთხევის შედეგად მიყენებული ზარალი აანაზღაურა. სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩარიცხულ თანხას ადგილობრივი ბიუჯეტიდან მხოლოდ სამი ათასი დოლარი დაემატა, თანხის 95% სადაზღვევო კომპანიის მიერ ჩარიცხული თანხით დაიფარა და შეძენილი იქნა ყველაზე დაბალი კლასის ჯიპი.
საერთო ჯამში ორივე ავტომობილის შეძენა რუსთავის ბიუჯეტს 50 ათას ლარამდე დაუჯდა და არა 300 ათასი ლარი, როგორც ამას ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ. მათი მხრიდან მსგავსი განცხადებების გაკეთება უბრალოდ აბსურდია,“ - ნათქვამია რუსთავის მერიის განცხადებაში.