საბერძნეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ქალი გახდა. ალექსის ციპრასი პრემიერის პოსტზე ვასილიკა ტანუ-ხრისტოფილუმ ჩაანაცვლა, რომელიც მანამდე უმაღლესი საკასაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო. უფლებამოსილების შესრულებას საბერძნეთის ისტორიაში პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი ხვალიდან შეუდგება.