კერძო სექტორის დახმარებას მთავრობა სპეციალური მრჩევლის მეშვეობით შეეცდება.
როგორც დღეს ბიზნესმენებთან გამართულ შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, პრემიერის აპარატში სპეციალური, მთავარი მრჩეველის შტატი შეიქმნება.
მისი განმარტებით, მთავარი მრეჩეველს ერთად-ერთი ფუნქცია ექნება - შეაგროვოს ინფორმაცია კერძო ბიზნესში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
`მრჩევლის მოვალეობა იქნება კერძო ბიზნესთან იმუშაოს. შეისწავლოს კონკრეტულად რომელ ბიზნესს რა პრობლემები აქვს და რომელ უწყებასთან მიმართებაში. კერძო სექტორს ბიუროკრატიულ მექანიზმთან დაკვშირებით პრობლემები ხშირად ექმნება. ამიტომ, მსგავი ინფორმაცია ერთად შეგროვდება და ერთ უწყებაში მოიყრის თავს~, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შემდეგ პრობლემებს მინისტრთა კაბინეტი შეიწავლის. კონკრეტულად, ვის დაევალება კერძო ბიზნესთან მუშაობა და ვინ დაინიშნება მთავარი მრჩევლის ადგილზე, ჯერ არ სახელდება.