პოლონეთში ნაცისტური გერმანიის ძვირფასეულობის აღმოჩენის ფაქტი ოფიციალურად დასტურდება. საგანგებო განცხადება ქალაქ ვალბჟიხის მერიამ უკვე გააკეთა. მერის მოადგილემ ზიგმუნდ ნოვაჩეკმა ოფიციალურად განაცხადა, რომ განძი სამხრეთ სილეზიის მთებში ნამდვილად არის აღმოჩენილი, თუმცა მესამე რეიხის ძვირფასეულობის ადგილ-სამყოფელი მკაცრად არის გასაიდუმლოებული. განძის მპოვნელები მის ადგილ-სამყოფელს მხოლოდ იმ შემთხვევაში გაასაჯაროებენ, თუ მათ ძვირფასეულობის საერთო ღირებულების 10 პროცენტს გადაუხდიან. დღემდე ნაცისტთა განძის შესახებ პოლონეთში ლეგენდა დადიოდა, რომლის თანახმადაც ფაშისტებმა პოლონეთიდან ოქროს გატანა მატარებლით, ვალბჟიხის გვირაბის გავლით სცადეს. მას შემდეგ დაჯავშნული მატარებელი არავის უნახავს.