ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოში საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმების საჭიროებაზე ისაუბრა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს.
"თქვენ ამ ინსტრუმენტებს ეფექტურად იყენებთ. ევროატლანტიკური ინტეგრაცია ნამდვილად მარტივი გზა არ არის, მას ჭირდება დრო, ძალისხმევა და რეალური ცვლილებების განხორციელება. საქართველოს ხალხი და მთავრობა ერთგულია აღნიშნული მიმართულების. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით თქვენს რეფორმებს, სასამართლო სისტემის რეფორმების ჩათვლით და ხაზს ვუსვამთ იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს. ასევე აღვნიშნავ საჭიროებას ამ პროგრესის გაგრძელების. ეს ეხება საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმებსაც. ამ სერიოზული რეფომრების გზაზე ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ნატო- ს საქართველოს იმედი აქვს და საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალური მდივანი საქართველოში, ორდღიანი ვიზიტით იმყოფება